ქუთაისის მერად არჩევის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა

437

ქუთაისის მერის პოსტზე არჩევის სურვილი ოფიციალურად ათმა კანდიდატმა გამოთქვა. საოლქო კომისიაში პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ დასრულდა.

ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქშის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შესულია მერობის 10 კანდიდატის განაცხადი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატად დარეგისტირება სურს.

კერძოდ, ესენია:

1. „შენების მოძრაობა“ – ალუდა გოგლიჩიძე
2. საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო” – ზვიად ბაღდავაძე
3. „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი – ირმა ინაშვილი“ – გრიგოლ ბახტაძე
4. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“ – სამსონ გუგავა
5. „ქართული ოცნება“ – გიორგი ჭიღვარია
6. ახალი ქრისტიან-დემოკრატები – გიორგი გოგელაშვილი
7. საარჩევნო ბლოკი ენმ – გრიგოლ ვაშაძე
8. საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო”– გიორგი წულაია
9. საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო” – დავით გოგისვანიძე.
კიდევ ერთი კანდიდატის ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წარმომადგენლის – აკაკი ლოლომაძის მონაცემების გადამოწმება ამ დროისათვის დასრულებული არ არის. დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის საოლქო კომისიას 2 დღის ვადა აქვს. რის შემდეგაც წარდგენილი კანდიდატის საბუთების შემოწმება და რეგისტრაციაში გატარება მოხდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი