ადიგენის მერობა ექვს კანდიდატს სურს

790

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ადიგენში მერობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა, ექვსივე მათგანი პოლიტიკური პარტიის მიერაა წარდგენილი.

მერობის კანდიდატები არიან:
მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ჯემალ ვანაძე – საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
გელა სარაშვილი – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
არკადი საჰაკიან – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა, ახალი საქართველო“;
ზაქარია ენდელაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;
რატი ტატალაშვილი – საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

შეგასენებთ, მინდია ჯელია, რომელიც ადიგენის გამგებლის მოადგილე იყო, შემდეგ კი გაათავისუფლეს, თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. იგი მერობის დამოუკიდბელი კანდიდატად აპირებდა მონაწილეობას, თუმცა, ბოლო წუთებში გადაწყვეტილება შეცვალა. მინდია ჯელია ამბობს, რომ მას “პატრიოტთა ალიანსის” ხედვები მოეწონა და ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიის სახელით გადაწყვიტა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მონაწილეობის მსურველი მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების, ასევე, პარტიული სიების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე ამოიწურა. საოლქოებს დოკუმენტაციის გადასამოწმებლად, ორი დღის ვადა აქვთ, თუ ვინმეს დოკუმენტაციაში ხარვეზი აქვს და ვერ გამოასწორებს, იგი შეიძლება საარჩევნო პროცესებს გამოთიშოს, შესაბამისად, საბოლოო მონაცემები, ვინ ჩაერთვება ადიგენის მერობისთვის საარჩევნო ბრძოლაში, უკვე ორშაბათს იქნება ცნობილი.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე