ფოთში მერობისთვის 6 კანდიდატიდან 3 ქალი იბრძოლებს: “ახალი საქართველოს” კანდიდატი ინგა ჭანტურია, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მაკა ჯინჯოლია და “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი.
ფოთის მერობის დანარჩენი კანდიდატები არიან: “ქართული ოცნებიდან” გოჩა კურდღელია, “ევროპული საქართველოდან” ვახტანგ დარცმელიძე და “დემოკრატიული მოძრაობიდან” ოთარ ხარჩილავა.
ცესკოში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა, ხოლო მერობის 14-მა კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მიმართაცესკოს.
დღეს საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული წესით სიების წარდგენის ბოლო დღეჰქონდათ.
წყარო: იმედინიუსი