ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12:00 საათზე გაიხსნება.
როგორც ცნობილია, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ბათუმის საკრებულოს საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კანონმდებლობის თანახმად, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე...
ხუნევში 30 აღსაზრდელზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 619 170 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი მშენებელი კომპანიებისგან წინადადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ახალი შენობა ხუნევის სკოლის ეზოში აშენდება. ის...
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საბიუჯეტო ცვლილებები 80 ხმით დაამტკიცეს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, შემოსულობების ნაწილი 166 მლნ ლარით იზრდება და 18 მლრდ 99 მლნ ლარს შეადგენს. ხარჯვითი ნაწილი 297 მლნ ლარით იზრდება და 19 მლრდ 796 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 6,9%-ის ნაცვლად, 6,7%-ის ოდენობით განისაზღვრება.
“ხარჯვითი ნაწილის ზრდა მიმართული იყო ჯანდაცვის...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა.
„კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი და უფლო დაბალპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ტირანია არ ყალიბდება. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თავად არაა ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას -...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "ლელოს" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ენმ-ის წევრმა, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ბათუმში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო. მისივე თქმით, ელჩებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე.
"ჩვენ დეტალურად მოვუყევით ელჩებს ბათუმში მიმდინარე საკითხები. მათაც ჰქონდათ კითხვები. ელჩები და ელჩის მოადგილეები ძირითად ნაწილში კარგად...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს ხახულიათის დასახლებაში მოსახლეობა გზის დაგებას ითხოვს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, საუბარია დაახლოებით კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, რომელიც დასახლებას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. მოქალაქეების ცნობით, გზის მხოლოდ 100 მეტრიანი მონაკვეთი დაიფარა რკინა-ბეტონის საფარით, დანარჩენი ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში დატოვეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
დასახლებაში მცხოვრებ ნატა სიჭინავას თქმით, განსაკუთრებით რთულია ამ მონაკვეთის გავლა წვიმიან ამინდში, რადგან სანიაღვრე არხების არარსებობის გამო, წყალი...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ თბილისის საკრებულოს მეშვიდე მოწვევის პირველ სხდომას „ოპოზიცია რომც არ დაესწროს, პრობლემა არ შეიქმნება“.
როგორცკობახიძემჟურნალისტებსგანუცხადა, თუოპოზიციასხდომაშიმონაწილეობასარმიიღეს, ესკატასტროფაარარის.
„შეიძლება პირველი სხდომა წარმატებით არ დასრულდეს, მაგრამ კონსულტაციები, ბუნებრივია, გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, უმრავლესობის პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება. შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეო კამერები ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სოფლებში კი გარეგანათების დამატებითი წერტილები მოეწყობა.
ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.
რაც შეეხება გარეგანათებების მოწყობას, რეაბილიტაციას და ექსპლუატაციას, ამისთვის მილიონ 338 ათასი ლარი დაიხარჯება.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა და ერთი აზრის დომინირება მის პრინციპებს რისკის ქვეშ აყენებს, ეს კი ზოგიერთს არ ესმის. ელჩის თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა საპარლამენტო მრავალფეროვნებისკენ და ამაზე თანხმდებიან საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები. დეგნანი აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიების და ქართული ოცნების შეთანხმება არ შესრულდება, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება.
"ზოგიერთს ალბათ არ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი ახალი ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 798 105 ლარით დაფინანსდა.
გიორგეთის საბავშვო ბაღი საზეიმოდ მუნიციპალიტეტის მერმა და კახეთის გუბერნატორმა გახსნეს. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას,...
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.
მათი ცნობით, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
"განახლებული...
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ კონსულტაციები დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით "მოქალაქეების", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატების პირველი შეხვედრა გაიმართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები თანხმდებიან, რომ დაბალი ბარიერი და პროპორციული სისტემა ყველასთვის მნიშვნელოვანია.
"მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები იქნას მიღებული და მას ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ჰქონდეს. ყველამ გამოთქვა თავის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ყველა ვთანხმდებით, რომ დაბალი ბარიერი, სრულად პროპორციული სისტემა...
ქუთაისის მერია ქუჩების საახალწლოდ მოსართავად 289 840 ლარს დახარჯავს. საერთო ჯამში, სწორედ ამ თანხას გადაუხდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ "ქუთგანათება" შპს "პროცესორს" და შპს "დანდის", რომლებაც ამ თანხის სანაცლოდ საახალწლო დეკორაციები და განათებები უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
შპს "პროცესორმა" სახელმწიფო შესყიდვის შედეგად (NAT210020714) აიღო პასუხისმგებლობა, რომ იგი 190 000 ლარად ააიპს დეკორაციებს ეტაპობრივად, ხოლო 99 840 ლარად ელექტრონათურებს შპს ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ექვსი დეკემბრიდან სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.
როგორც სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა აღნიშნა, მიზეზი მძიმე ეპიდვითარებაა.
„მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ ბაღები გახსნილიყო დეკემბრის თვეში, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ამ ეტაპზე ბაღები არ გაიხსნას. ჯერჯერობით ვერ გეტყვით როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე დასრულდა ტენდერი საახალწლო...
რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში და მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სკვერების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
"მე-19-ე და მე-18-ე მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, აქ მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. იქნება ძალიან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































