ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თანამედროვე სტანდარტების შენობა 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი ახალი ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 798 105 ლარით დაფინანსდა.
გიორგეთის საბავშვო ბაღი საზეიმოდ მუნიციპალიტეტის მერმა და კახეთის გუბერნატორმა გახსნეს. წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.