ხუნევში 30 აღსაზრდელზე საბავშვო ბაღის ასაშენებლად ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 619 170 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი მშენებელი კომპანიებისგან წინადადების მიღება 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღის ახალი შენობა ხუნევის სკოლის ეზოში აშენდება. ის ტერიტორია კი, სადაც ახლა საბავშვო ბაღია განთავსებული, სკოლას გადაეცემა.
ხუნევში საბავშვო ბაღი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება.