მომავალი წლიდან ქობულეთში სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ვიდეოკამერების მონტაჟი იგეგმება. შესაბამისი ხარჯები ბიუჯეტში უკვე გაწერილია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეო კამერები ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟდება, სოფლებში კი გარეგანათების დამატებითი წერტილები მოეწყობა.
ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.
რაც შეეხება გარეგანათებების მოწყობას, რეაბილიტაციას და ექსპლუატაციას, ამისთვის მილიონ 338 ათასი ლარი დაიხარჯება.