საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.
მათი ცნობით, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემდეგი პროექტები ხორციელდება:
კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდისსავარჯიშო მოედნის და სკვერის მოწყობა;
წერეთლის ქუჩაზე N1 და N2 შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებიპ;
9 აპრილის ქუჩის N13-ში მდებარე საცხოვრებელიკორპუსის ფასადის რეაბილიტაცია;
9 აპრილის ქუჩის N17-ში მდებარე მრავალბინიანისაცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია;
9 აპრილის ქუჩის N19-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რებილიტაცია;
თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები;
წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია;
ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია;
კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.