გზის მოუწესრიგებელი საფარი გააპროტესტეს ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე. მოსახლეობის თქმით, ასათიანის ქუჩაზე გზის პრობლემა წლებია აწუხებთ და გადაადგილება უჭირთ. აქციაზე "ლეიბორისტული" პარტიის მერობის კანდიდატი სამსონ გუგავაც მივიდა. მისი თქმით, ასათიანის ქუჩაზე არსებული მოუწესრიგებელი გზის გამო საფრთხე ქუჩის მცხოვრებლებს ექმნებათ. გუგავამ ხელისუფლებას სამუშაოების დასრულებისკენ მოუწოდა.
სამუშაოებს მერიის ააიპი ასრულებს. "სპეციალური სერვისების" განცხადებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება.
წყარო:...
დასრულების ეტაპზეა თოდრიას ქუჩის ასფალტირება, წლების მანძილზე აქ არსებული ორმოების გამო ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება.
პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე არხები.
წყარო: ტელეგრაფი
ფოტო: ტელეგრაფი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ ყვიბისის, რველისა და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ვაშლოვანის დასახლებას კეთილმოწყობის პრობლემა აწუხებს. ასევე, არ აქვთ სპორტული მოედანი. ჩვენ ორივე პრობლემას მოვაგვარებთ. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს - ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს - ახალ აღმაშენებელზე უმასპინძლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ფეხით გაისეირნეს და სპეციალურად თბილისობისთვის დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი...
ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებით გადაადგილებულ პირებს შეახსენებს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად, სტატუსის დამადასტურებელი, ე.წ. დევნილის მოწმობის წარდგენა საარჩევნო უბანზე აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დევნილი პირები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ჩვეულებრივ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.
„ყველა წინა არჩევნებზე დევნილის შემთხვევაში აუცილებელი იყო პასპორტთან ან პირადობის მოწმობასთან ერთად, დევნილის მოწმობის წარდეგაც...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო მიზნებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2012 წელს დასრულდა ის დრო, როდესაც ყოველგვარი ზღვარი იყო წაშლილი მმართველი ძალის პარტიულ...
"პირველი არხი ახორციელებს წინასაარჩევნო პროექტს, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ქალაქებისა და ადმინისტრაციული სამხარეო ცენტრების მერობის კანდიდატებს ეძლევათ წინასწარ შეთანხმებული ფორმატით, თანაბარ პირობებში დებატების შესაძლებლობა.
პროექტი მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით და პირველი არხი არ გეგმავს ფორმატის ცვლილებას." ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ტელევიზია ავრცელებს.
წყარო: 1ტვ
მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ კანდიდატთან დავჯდე დებატებში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კალაძის დღევანდელი შეთავაზება, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდს ჰგავს, სადაც დავით ნარმანია სხვა მერობის კანდიდატებს საერთო ეთერში მონაწილეობას სთავაზობდა. უდუმაშვილის განცხადებით, კანდიდატი მედიას დებატების ფორმატს არ უნდა კარნახობდეს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არ არის. ”ნაციონალური მოძრაობის”...
რუსთავის საბავშვო ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ახალი ინვენტარი და ჭურჭელი შეიძინეს. ააიპ ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ“ ოცივე საბავშვო ბაღისთვის სამზარეულოს ახალი ჭურჭელი, ასევე ჯგუფებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 31 000 ლარი დაიხარჯა.
ამასთან ერთად, როგორც ,,რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი აცხადებს, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახლად რეაბილიტირებული #41 საბავშვო ბაღი ახალი რბილი ინვენტარითა და ავეჯით აღიჭურვა.
საბავშვო ბაღის 4 ახალი სააღმზრდელო...
დებატები უნდა ჩატარდეს თბილისის მერობის ყველა კანდიდატის მონაწილეობით, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა აცხადებს.
მისივე თქმით, მცდელობა, რომ დებატები შედგეს მხოლოდ ორ კანდიდატს შორის, ეს უპატივცემულობაა არა მხოლოდ კონკურენტების, არამედ მათი ელექტორატის მიმართაც.
„რამდენიმე დღეა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ავრცელებს განცხადებას, რომ დებატები უნდა გაიმართოს მას და მმართველი პარტიის კანდიდატს შორის.
ვფიქრობთ, დაუსაბუთებელი და...
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.
მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე....
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის შეთავაზებას, დებატებთან დაკავშირებით, ”აჯაფსანდალს” უწოდებს და მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს. თუმცა, ელისაშვილის თქმით, ის მზად არის ამ ”აჯაფსანდალში” მონაწილეობის მისაღებად.
”ცდილობენ ჩემს შეთავაზებაზე უარი ”გააპრავონ”. ”ქართული ოცნების” შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა. მინდა მივმართო ტელევიზიებს, რომ ”ქართული ოცნების”...
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, თითქმის ორი კვირა რჩება. არჩევნების შემდეგ, ქალაქსაც და თემსაც ერთი ხელმძღვანელი ჩაიბარებს, მას ისევ მერი ერქმევა, მაგრამ ის სოფლების მერიც იქნება და ქალაქისაც და თუ აქამდე 17, ან 20 ათას კაცს ხელმძღვანელობდა, ახლა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობაც გაორმაგდება.
საქართველოს მთავრობამ, 7 თვითმმართველი ქალაქი – თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური...
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ საარჩევნო სია წარადგინა. ზუგდიდში პარტიული სიის პირველი ნომერი კი გურგენ სართანიაა, გამგებლის ყოფილი მოადგილე.
სენაკში სიის პირველი ნომერი ზაზა სიჭინავა. აბაშაში გელა კაჭარავა. რაც შეეხება მარტვილს, აქ სიის ნომრად მურად გვაზავა დასახელდა. ხობი - ედიშერ წურწუმია, წალენჯიხა ბესიკ კვარაცხელია და ჩხოროწყუ რამაზ ლაგვილავა.
რაც შეეხება ზუგდიდის სოფლებში მაჟორიტარობის კანდიდატებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
დარჩელი...
„ქართული ოცნების“ პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო სატელევიზიო ეთერის დროს განაცხადა, სადაც „ერთობა - ახალი საქართველოს“ გუნდის წევრებმა ამომრჩეველს სრულიად ინოვაციური და განსხვავებული პროგრამა წარუდგინეს.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მის გუნდს შეუძლია შექმნას წარმატების ქართული მოდელი.
„ქართული ოცნების“ პრობლემა იმაშია, რომ იდეურად განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გვინდა...
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ზვიად ჯინჯოლავამ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან ზუგდიდდში საარჩევნო სიის წარდგენაზე არ დაასახელა მერობის კანდიდატი.
მისივე თქმით, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მედიას ორშაბათს გააცნობენ, თუმცა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით კანდიდატურას მოხსნიან.
წყარო: livepress
ფოტო: livepress
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































