პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ ყვიბისის, რველისა და ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ვაშლოვანის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესარიონ ფოფხაძე წარუდგინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ვაშლოვანის დასახლებას კეთილმოწყობის პრობლემა აწუხებს. ასევე, არ აქვთ სპორტული მოედანი. ჩვენ ორივე პრობლემას მოვაგვარებთ. ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ლევან ლიპარტიამ.
ამომრჩეველს სიტყვით პარტიული სიის პირველმა ნომერმა გიორგი ფერაძემაც მიმართა.
„არცერთ სოფელს არ ექნება გზისა და წყლის პრობლემა. ჩვენ მოვდივართ კონკრეტული სამოქმედო გეგმით, სადაც ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვენ ადგილს ვუთმოთ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას“, – განაცხადა გიორგი ფერაძემ.

წყარო: etanews