„თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა შესაძლოა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოიხსნას

726

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ზვიად ჯინჯოლავამ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას სასარგებლოდ მოიხსნას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან ზუგდიდდში საარჩევნო სიის წარდგენაზე არ დაასახელა მერობის კანდიდატი.

მისივე თქმით, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას მედიას ორშაბათს გააცნობენ, თუმცა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით კანდიდატურას მოხსნიან.

წყარო: livepress

ფოტო: livepress