ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მე-4 მოწვევის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი დაამტკიცეს. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე ცნობად მიიღეს საკრებულოს ფრაქცია, "კოლხეთის“ რეგისტრაცია, რომლის თავმჯდომარედ მაია ჩხარტიშვილი აირჩიეს. დეპუტატებმა მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, რეგისტრაციის, მართვისა და განკარგვის მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიში მოისმინეს. ასევე მოისმინეს შესყიდვების შესახებ ანგარიში, რომელიც ქალაქის მიერ, 2017 წელს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელდა.  გარდა...
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. ერთმა-ერთმა თანამშრომელმა კი მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საკრებულოს სპეციალისტი ნონა ლურსმანაშვილი სასამართლოსგან ჩაჩანიძის მიერ დაწერილი გაფრთხილების გაუქმებას ითხოვს. „14 იანვარს დამიწერა გაფრთხილება, მაშინ, როდესაც საპირფარეშოში ვიყავი. მოვითხოვე საქმის წარმოების მასალები გადმოეცა, მაინტერესებდა რის საფუძველზე დაწერა. არ გამცეს პასუხი, ამიტომ, ათი დღის შემდეგ...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ილია ხატიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პირველ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  5 თებერვალს გამართვს. შესაბამისი განრიგი მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა.
რუსთავში გარეგანათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქალაქის გასასვლელთან, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელსა და მე-16 მიკრორაიონში ხორციელდება. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. რუსთავის მერიის ცნობით, ამ ლოკაციებზე უკვე დამონტაჟდა გარეგანათების 18 ბოძი. სამუშაოების ფარგლებში, ელექტროგადამცემი ბოძები და ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები დამონტაჟდება ყაზბეგის, გორის, დუმბაძის, დონეცკელ მეტალურგთა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებზეც. ქალაქის მასშტაბით, გარეგანათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს. გარე განათების...
დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან და მერის მოადგილე, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად სოფელ ზემო ქედში 2017 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მათ ახლადგარემონტებული ადმინისტრაციული შენობა, სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული გათბობის სისტემა და "ქალთა ოთახი“ მოინახულეს. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.   ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ზემო ქედის საბავშვო ბაგა-ბაღებსაც ესტუმტრნენ. ამასთან, დაინტერესდნენ სოფელში არსებული პრობლემებით და სოფლის მცხოვრებლებს პირადად გაესაუბრნენ. მათ მოსახლეობასთან სამომავლოდ...
„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევის  - „2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში  მოიცავს  2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით  შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი –  ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი)  საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას. კერძოდ, რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი საბიუჯეტო სახსრები...
წინა სტატია დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის თანამშრომელთა გაზრდილი ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. საკრებულოში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ გამოცხადდნენ, დეპუტატების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. სხდომა 1 თებერვლისთვის გადაიდო. 18 იანვრის სხდომაზე, მერია საკრებულოსგან გაზრდილი ხელფასების დამტკიებას ითხოვდა, რასაც წევრებმა მხარი არ...
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისი" იქნება, რომლისთვისაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო. ახალი ა(ა)იპ-ის ფუნქცია ქუთაისში გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ასევე ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. წინა წლებში ამ სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერია ტენდერებს აცხადებდა ხოლმე. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღო. ინფორმაციას kutaisipost-ი ავრცელებს. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა გზების კეთილმოწყობას, პროგრამა "კორპუსსა" და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. "ცვლილების შედეგად კორექტირება განიცადა როგორც შემოსავლებმა, ასევე ხარჯვითმა ნაწილმა. მიღებული თანხა კი სხვადასხვა ინფარსტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდება", - თქვეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გააპროტესტა საკრებულოს ოპოზიციამ. "ქალაქის მერი ამბობდა, რომ...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ნაძალადევის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში ხევისუბნის ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, აშენდა გზის დამჭერი კედლები, ქუჩის ძირითად ნაწილზე ასფალტის, ნაწილზე კი ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოები გამგეობისი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 125 980 ლარია. „40 წელზე მეტია ხევისუბნის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში ცუდ პირობებში ცხოვრება უწევდათ. ახლა...
„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევა  - „2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ დაასრულა და დღეს ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ანგარიში  მოიცავს  2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით  შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი –  ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი)  საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას. რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი...
მუნიციპალიტეტები ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მაინც ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულები. როგორ აფასებენ ამ ვითარებას ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობები და აპირებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებას - ამის შესახებ სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა https://www.youtube.com/watch?v=Ixr0eo9ShpM&feature=youtu.be
2018 წელს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის თბილისის ბიუჯეტიდან 1 539 950 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიამ 8 ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ შესყიდვებს მითითებული არ აქვთ თუ როდის და რომელი ღონისძიების ჩატარების პასუხისმგებლობას იღებენ კომპანიები. შპს “ლუმა დეველოპმენტი” – სცენის, პოდიუმების, საგრიმიოროსა და ფონის კონსტრუქციების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება – 282 900 ლარი. შპს “ტიტანი”  – მცირე კონცერტების მოსაწყობად თბილისში სცენების დამონტაჟება. ხელშეკრულების...
ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება. პროექტის განხორციელება 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყო, რომლის თანახმადაც თბილისსა და ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს. ქუთაისის ახალ სპორტულ ბაზებზე ფეხბურთისა და რაგბის 2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი მცირე ტრიბუნებით. ქუთაისში მიმდინარე ახალი სპორტული მოედნების მშენებელობა უახლოეს მომავალში დასრულდება. სამშენებლო...
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასების ზრდის საკითხს ხელმეორედ განიხილავენ. საკრებულოს წევრების თქმით, ამ თემის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელფასები რიგით თანამშრომლებს უნდა გაეზარდოთ და არა მერსა და თანამდებობის პირებს. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერენ თუ არა მხარს ხელფასების გაზრდას. განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქცია. 18 იანვრის სხდომაზე, მერია საკრებულოსგან გაზრდილი ხელფასების დამტკიებას...
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 92 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმდა  200-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები  2018 წელს დასრულდება. https://www.youtube.com/watch?v=0uGdczHc9XM

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ