ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება. პროექტის განხორციელება 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყო, რომლის თანახმადაც თბილისსა და ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.
ქუთაისის ახალ სპორტულ ბაზებზე ფეხბურთისა და რაგბის 2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა, რამდენიმე ასეულ მაყურებელზე გათვლილი მცირე ტრიბუნებით. ქუთაისში მიმდინარე ახალი სპორტული მოედნების მშენებელობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოები კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად დაათვალიერა.