დედოფლისწყაროს მერი მოსახლეობას ხვდება

667

დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილთან და მერის მოადგილე, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად სოფელ ზემო ქედში 2017 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მათ ახლადგარემონტებული ადმინისტრაციული შენობა, სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული გათბობის სისტემა და “ქალთა ოთახი“ მოინახულეს. ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  

ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ზემო ქედის საბავშვო ბაგა-ბაღებსაც ესტუმტრნენ. ამასთან, დაინტერესდნენ სოფელში არსებული პრობლემებით და სოფლის მცხოვრებლებს პირადად გაესაუბრნენ. მათ მოსახლეობასთან სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

შეხვედრები მერის მიერ ინიცირებული პროექტის (ერთი დღე სოფელში) ფარგლებში გაიმართა.