ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სამუშაოებს შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში შენდება სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 92 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.