ქუთაისის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა

692

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხა მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიიღო. ინფორმაციას kutaisipost-ი ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა გზების კეთილმოწყობას, პროგრამა “კორპუსსა” და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

“ცვლილების შედეგად კორექტირება განიცადა როგორც შემოსავლებმა, ასევე ხარჯვითმა ნაწილმა. მიღებული თანხა კი სხვადასხვა ინფარსტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდება”, – თქვეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.

ბიუჯეტში ცვლილების შეტანა გააპროტესტა საკრებულოს ოპოზიციამ. “ქალაქის მერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში პირველივე ცვლილება ბიუჯეტის მიღების შემდეგ პირველივე სხდომაზე არ მოხდებოდა. მოვუწოდებ ქალაქის მერს დაუბრუნდეს თავის ნათქვამს”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია უკლებამ.

ქალაქის მერი საკრებულოს სხდომას არ ესწრება. ცვლილების შედეგად ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 61 931 000 ლარია.