მდინარე მტკვარზე მდებარე კასპი-კავთისხევის საავტომობილო ხიდს სრული რეაბილიტაცია და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს მიხედვით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ე.წ. კოწახურას ხიდს. ასევე მიმდინარეობს სოფელ ახალქალაქში, მდინარე თეძამზე მდებარე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.
ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის, "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი 300 000 ლარია.
პროექტის განხორციელების პერიოდში (2018-2020) მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლომჭაბუკის სკვერისა...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ქალაქის ისტორიული უბნის და ძეგლების განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტი აჭარის მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა. მისი მიზანი ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ე.წ. ფონური შენობების დაცვა, აღდგენა და რეაბილიტაციაა.
პროექტი რამდენიმე ძირეულ ცვლილებას მოიცავს, კერძოდ: ქალაქის ისტორიულ სპეციალურ ზონაში პროექტის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლე 15 მეტრიდან 12 მეტრამდე იწევს; პროექტები შეფასდება დახვეწილი არქიტექტურისა და შესაბამისი...
დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის ინტელექტუალური თამაში, რა? სად? როდის? ჩატარდა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, თამაშში ათი საჯარო სკოლა მონაწილეობდა. გამარჯვება განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ყველა გუნდის გამორჩეულ მოთამაშებს სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულმა გუნდმა სიგელებთან ერთად თასიც მიიღო. დასახელდნენ მუნიციპალური ინტელექტუალური გუნდის წევრები. სამომავლოდ, მეზობელი მუნიციპალიტეტის გუნდებთან შეჯიბრიც იგეგმება.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქ.ჯვარის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში უწყვეტი წყალმომარაგება იქნება.
პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და ჭაბურღილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარებს. სამუშაოებზე, ამ ეტაპზე, 52 ადამიანია დასაქმებული.
ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებული იყო, რის გამოც, მოსახლეობას წლებია წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 10 000-მდე ადგილობრივი 24 საათიანი...
ბოლნისური ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ ამერიკელ ღვინის მაგისტრს ქართულ ღვინოზე წიგნის დაწერა შთააგონა
ამერიკელი ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი ბოლნისს ეწვია და ის საოჯახო მარანი მოინახულა, სადაც ქვევრის ღვინოს დაყენება ხდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
"თქვენი ღვინოების წარმატების ფესვები ამ ჭიქაშია“, -ასე შეაფასა ლიზა გრანიკმა ბოლნისში დაყენებული ღვინო.
ცნობილი მაგისტრი ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამერიკელი მაგისტრი ბოლნისზე ინფორმაციას მხოლოდ გადმოცემით...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორმა, შალვა გივიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია ჭონქაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შალვა გივიშვილმა რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა და ისაუბრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ პროექტებზე, ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სასოფლო ტურიზმის განვითარების...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა. შედეგად მოქმედი 14 ა(ა)იპ-ის ნაცვლად 9 იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაერთიანდა კომპლექსური სასპორტო სკოლა და სპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრი დაერქვა, მას სასპორტო სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ძნელაძე უხელმძღვანელებს.
"გურიანიუსი" წერს, რომ ერთ ა(ა)იპ-ად გაერთიანდა სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლას და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომელსაც ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანება ეწოდა და მას სამუსიკო სკოლის დირექტორი ქეთევან გიორგაძე უხელმძღვანელებს.
ასევე...
9 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიოტეტის სოფელ ანანურში, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში დასახლების საერთო კრება გაიმართება. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სხდომაზე განიხილება მოქალაქე ავთანდილ გაგლიძის განცხადება, სადაც სოფელ ანანურში მდებარე 730 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზეა საუბარი.
მოქალაქე ავთანდილ გაგელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას გასული წლის დეკემბერში მიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანაშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
საჯარო სამსახურის რეფორმისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წესში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 100-100 ლარით იზრდება მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ხელფასები, 130 ლარით იზრდება – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი, 70 ლარით იზრდება – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი.
ამ დროისთვის, ხარაგაულის მერიის სამსახურების უფროსების ანაზღაურება 1400 ლარია, განყოფილების უფროსების 1100 ლარი,...
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან ერთად წეროვნის, ვაზიანის, ქსნისა და ძეგვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები დაათვალიერა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, "მშენებლობა 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყო და დღეს უკვე დასრულებული სპორტული მოედნები სოფლის ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად".
პროექტისთვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო და სამუშაოებს ერთიანი ხელშეკრულებით "გაზმშენი 7“...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში მალე ,,ქალთა ოთახი’’ გაიხსნება, რომლის მიზანიც ქალთა გააქტიურება და გაძლიერება იქნება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის თქმით, პროექტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელდება.
"ამ სერვისის მეშვეობით ქალებს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. პროექტი რამდენიმე სერვისს მოიცავს: ბიბლიოთეკა,კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება,ბავშვთა კუთხე, სპეციალური ტრენინგ პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა, წვდომა ადგილობრივ...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია უძღვებოდა.
იურიდიული კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს.
დებულება სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, სალომე ღონღაძემ წარმოადგინა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომაზე გაგრძელდა. ბიუროს წევრებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს...
ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეიდან როდინაულის მცხოვრებლებს სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილება გაუადვილდებათ და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ.
უწყების ცნობით, ეს გზა ფაქტობრივად გაუქმებული იყო და მოსახლეობას ცენტრამდე მისვლა უჭირდა.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში აღდგა მიწის ვაკისი, გაიწმინდა და მოეწყო კიუვეტები, დაიგო ეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით....
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სოციალური სფეროს მიმართულებით, მილიონ 305 000 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული თანხიდან, 450 ათასი ლარი ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსებაზე დაიხარჯება. ასევე პრიორიტეტია ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს, ამისათვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი. 2018 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 736 ათასი ლარს შეადგენს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული ხილფაფა ევროპის ბაზარზე გაიყიდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, შპს "ქართული ხილის კომპანია“ ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. კომპანია სეზონზე დაახლოებით 5 ათასი ტონა ხილის გადამუშავებას და მის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს.
შპს "ქართული ხილის კომპანიას“ სამაცივრე მეურნეობა სოფელ ჩუმლაყში აქვს. როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი ახალაძემ knews.ge-ს განუცხადა, ისინი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციას 2013 წლიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































