დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებისათვის ინტელექტუალური თამაში, რა? სად? როდის? ჩატარდა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, თამაშში ათი საჯარო სკოლა მონაწილეობდა. გამარჯვება განთიადის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ყველა გუნდის გამორჩეულ მოთამაშებს სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულმა გუნდმა სიგელებთან ერთად თასიც მიიღო. დასახელდნენ მუნიციპალური ინტელექტუალური გუნდის წევრები. სამომავლოდ, მეზობელი მუნიციპალიტეტის გუნდებთან შეჯიბრიც იგეგმება.