ანანურში, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს განიხილავენ

1094

9 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიოტეტის სოფელ ანანურში, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში დასახლების საერთო კრება გაიმართება. ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სხდომაზე განიხილება მოქალაქე ავთანდილ გაგლიძის განცხადება, სადაც სოფელ ანანურში მდებარე 730 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზეა საუბარი. 

მოქალაქე ავთანდილ გაგელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას გასული წლის დეკემბერში მიმართა.