ზესტაფონის სოფელ როდინაულში 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

575

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეიდან როდინაულის მცხოვრებლებს სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილება გაუადვილდებათ და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ.

უწყების ცნობით, ეს გზა ფაქტობრივად გაუქმებული იყო და მოსახლეობას ცენტრამდე მისვლა უჭირდა.

საგზაო სამუშაოების ფარგლებში აღდგა მიწის ვაკისი, გაიწმინდა და მოეწყო კიუვეტები, დაიგო ეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა.