ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში მალე ,,ქალთა ოთახი’’ გაიხსნება, რომლის მიზანიც ქალთა გააქტიურება და გაძლიერება იქნება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის თქმით, პროექტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელდება.
“ამ სერვისის მეშვეობით ქალებს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. პროექტი რამდენიმე სერვისს მოიცავს: ბიბლიოთეკა,კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება,ბავშვთა კუთხე, სპეციალური ტრენინგ პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა, წვდომა ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ სიახლეებზე. სერვისით სარგებლობის უფლება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება”, – თქვა სოსო ქარუმაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პროექტი შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.