გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სოციალური სფეროს მიმართულებით, მილიონ 305 000 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი” ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული თანხიდან, 450 ათასი ლარი ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსებაზე დაიხარჯება. ასევე პრიორიტეტია ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს, ამისათვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი. 2018 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 736 ათასი ლარს შეადგენს.