მდინარე მტკვარზე მდებარე კასპი-კავთისხევის საავტომობილო ხიდს სრული რეაბილიტაცია და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს მიხედვით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ე.წ. კოწახურას ხიდს. ასევე მიმდინარეობს სოფელ ახალქალაქში, მდინარე თეძამზე მდებარე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია.