თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის საკითხის განხილვას ხმაური მოყვა. სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულო კანონდარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბადურ რევაზიშვილმა თქვა, დარღვეულია საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ხელფასის ზრდის საკითხი 20 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო. რევაზიშვილი საკითხის სასამართლოს გზით მოგვარებას არ გამორიცხავს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100 ლარით განისაზღვრა. პირველ...
სოფელ ქვემო ქედისა და არხილოსკალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. დედოფლისწყაროს მერის მოადგილის მალხაზ მერაბიშვილის თქმით, ლუხუმ შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. "ლუხუმი შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით დედოფლისწყაროს მერს განცხადებით მიმართეს. მათი განცხადება დაკმაყოფილდა. ლუხუმი შეთეკაური სოფელ ქვემო ქედში იყო მერის წარმომადგენელი, ხოლო ემზარ კობაიძე კი - სოფელ...
2018 წელს გორში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამისათვის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 115 830 ლარს მიიღებს. 8 პროექტიდან ქალაქ გორში 6, სოფლებში კი 2 პროექტი განხორციელდება. შესაბამისად, გამოყოფილი 4.1 მილიონიდან 2 409 386 ქალაქში დაიხარჯება, 1 706 444 ლარი კი სოფლებს მოხმარდება. მიმდინარე წელს გორში დაგეგმილი პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
400 მმ-იან მილს, რომელიც ქალაქ ახალციხესა და მის ორ სოფელში, მინაძესა და ჭაჭარაქში მცხოვრებლებს სასმელი წყლით ამარაგებს, მეწყერსაშიშ ზონაში მდებრეობის გამო ადგილს უცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოებს ისე დაგეგმავენ, რომ 7000–მდე აბონენტი უწყლოდ არ დარჩეს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ხელშეკრულება შპს „რეკონსტრუქცია XXI“–ს ფილიალთან გააფორმა. კომპანია სამუშაოებს 167 765 ლარად შეასრულებს. წყლის მილის მეწყერსაშიში...
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისი დეპუტატს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. სულიკო თებიძის თქმით, მირდატ ქამადაძე საკრებულოს წევრობასთან ერთად საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს, რაც თვითმმართველობის კოდექსა და ადვოკატთა შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. საკრებულოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ვის გაუწია ადვოკატირება ქამადაძემ ან რა სახის სანქციებს გამოიყენებს მის წინააღმდეგ. "ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. აღნიშნული ფაქტის შესახებ მივმართავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. მირდატ ქამადაძეს მოვუწოდებ...
დედაქალაქს წელს ევროსტანდარტების შესაბამისი 100 ახალი ავტობუსი შეემატება. მერიამ ავტობუსების შესაძენად თანხა 2018 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გამონახა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ახალი ავტობუსების საყიდლად მერია წელს 50 მილიონ ლარს გამოყოფს. "მოგეხსენებათ, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ჩემი მერობის პერიოდში, თბილისის ავტოპარკი განახლდებოდა და შემოვიდოდა 700 ახალი ავტობუსი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა. ამ მხრივ გვაქვს...
კახეთის მუნიციპალიტეტებში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი ა(ა)იპ - "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი", "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი" და "მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი" გაერთიანდა. სამი საბიუჯეტო ორგანიზაციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი. სამ ა(ა)იპ-ში დასაქმებული 181 ადამიანი კი 3 თებერვალს სამსახურის გარეშე დარჩა. ლაგოდეხის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების...
გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის, ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გორის მერმა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა და ევროკავშირისგან მიღებული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. კონსტანტინე თავზარაშვილმა დელეგაციის წევრებს ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მიღებული გრანტით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერის პიტერ კორსბის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებასა და თანხების...
2018 წელს ბოლნისში დაგეგმილი 12 პროექტიდან 8 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ჯამში, 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ბოლნისში განსახორციელებელ სამუშაოებს 3 017 550 ლარით დააფინანსებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 147,175 ლარით დაფინანსდება, ლადო ასათიანის ქუჩაზე ანალოგიური სამუშაოსთვის კი 213,875 ლარი დაიხარჯება. ასევე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ჩატარდება ბოლნისში...
2018 წელს რუსთავში დაგეგმილი პროექტები უმეტესად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტს 8 597 494 ლარი გამოეყო. ამ თანხას ქალაქი 7 ინფრასტრუქტურულ პროექტს მოახმარს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მშვიდობის ქუჩის ასფალტ-ბეტონით რეაბილიტაციით დაიწყება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1,392,000 ლარია გათვალისწინებული. ასევე, დაგეგმილია რუსთავში მარჯვენა სანაპიროს გზებისა და ეზოების  საფარის რეაბილიტაცია...
2018 წელს რეგფონდის დაფინანსებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება - ამისათვის 2 352 616 ლარია გათვალისწინებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხა, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გაგრძელდება სოფელ ხანჯიგაზლოს გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი), რისთვისაც რეგფონდმა 81,267 გაითვალისწინა. ანალოგიური სამუშაო ჩატარდება სოფელ კაჩაგანში, რომლისთვისაც 203,862 ლარია გამოყოფილი, სოფელ მუღანლოში მსგავს სამუშაოზე კი...
წინა სტატია ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის 55-კილომეტრიანი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მისი დასრულება კი 17 თვეში იგეგმება. საჩხერე-ონის გზის მარშრუტი ასეთია: სარეკი-საჩხერე, ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-უშოლთა-ბოყვა-ზუდალი-ონი. აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ახალი...
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას 506 634 ევროს ოდენობის გრანტი გადაეცა.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მიიღო. ილია ელოშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მიხარია, რომ თბილისმა კონკურსში გაიმარჯვა და ევროკავშირის გრანტი მოიგო, რომელიც დედაქალაქში...
მაღალმთიან აჭარაში 12 სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესების მშენებლობით მათ სოფლებში სხვადასხვა პრობლემები გაჩნდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ჩანჩხალოში სამანქანე გზა აღარ აქვთ, მახალაკიძეებში სახლები დაიბზარა, დიაკონიძეებში ქვების ცვენა გახშირდა და ტყე გაქრა, იაკობაძეებში, ღურტასა და ვაშლოვანში კი წყაროს წყლები აღარ არსებობს – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივები ზემოთხსენებულ პრობლემებს 38 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას უკავშირებენ. გვირაბის მშენებლობა ხულოსა და შუახევში 2013 წელს დაიწყო და 12 სოფლის ქვეშ...
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცია დაიწყო. საკრებულოს თანამშრომლებს მოახლოებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი დაურიგდათ.  ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით შტატების შემცირება არ იგეგმება, მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები გატარდება. ამ დროისთვის ხულოს საკრებულოში სახელშეკრულებო პოზიციაზე 2 ვაკანტური პოზიციაა. კონკურსია გამოცხადებული მძღოლის და მდივნის პოზიციებზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტისთვის 1 996 747 ლარს მიიღებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, სოფელ ქოსალარში მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760,000 ლარით დაფინანსდება, ხოლო ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის I ჩიხის რეაბილიტაციაზე რეგფონდიდან 223,005 ლარი დაიხარჯება. ამავე ფონდიდან ქალაქ თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ