ხულოს საკრებულოში რეორგანიზაცია დაიწყო

632

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცია დაიწყო. საკრებულოს თანამშრომლებს მოახლოებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი დაურიგდათ.  ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით შტატების შემცირება არ იგეგმება, მხოლოდ სტრუქტურული ცვლილებები გატარდება. ამ დროისთვის ხულოს საკრებულოში სახელშეკრულებო პოზიციაზე 2 ვაკანტური პოზიციაა. კონკურსია გამოცხადებული მძღოლის და მდივნის პოზიციებზე.