თელავის საკრებულოში ოპოზიციამ ხელფასების ზრდა გააპროტესტა

859

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის საკითხის განხილვას ხმაური მოყვა. სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულო კანონდარღვევაში დაადანაშაულა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბადურ რევაზიშვილმა თქვა, დარღვეულია საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ხელფასის ზრდის საკითხი 20 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო.

რევაზიშვილი საკითხის სასამართლოს გზით მოგვარებას არ გამორიცხავს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100 ლარით განისაზღვრა. პირველ მოადგილეებს 2800 ლარით, მოადგილეების კი 2500 ლარი დაენიშნათ.