3 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა, მეხუთე მოწვევის საკრებულომ, პირველი სხდომა გამართა. ამის შესახებ ტვ4 წერს. სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი. ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ზურაბ კოროხაშვილი წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო. დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული...
გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ 11 პირს დაუფინანსა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. როგორც ცნობილია, დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 336 655 ლარი. დაფინანსებას სახელმწიფო რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში გასცემს. “პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით” , – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციისთვის, მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 30%-ია, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში საძოვრებს საკითხის გადაწყვეტამდე კერძო მფლობელები ვერ დაამუშავებენ. ამის შესახებ დაპირება ჯერ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შემდეგ კი სახელმწიფო რწმუნებულმა ვლადიმერ მჭედლიძემ გასცეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. სადავო მიწის ნაკვეთებზე, როგორც მოსახლეობა აცხადებს, სამუშაო პროცესი ღამის საათებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს. კვირას, ზეღდულეთის მოსახლეობამ შეკრება სოფლის ცენტრში დილიდან დაიწყო. ისინი 10 დღის წინ გაცემული პირობის...
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოქალაქეებს ოთხშაბათობით ხვდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. შეხვედრის მსურველების რეგისტრაცია წინასწარ ხორციელდება. “გარდა მიღების საათებისა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას, პირადად ეცნობა მათ საჭიროებებს და მათივე სოფელში, თუ ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტურქტურულ პროეტებს”, – ამბობებ უწყებაში მერთან მიღებაზე ჩასაწერად მათ უნდა დარეკონ ნომერზე: 599 85 17 94
პროფკავშირებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორი სასამართლო დავა მოუგო. საქმე ეხება კომპანიის ბრძანებებს, ავტობუსის მძღოლისა და თბილისის მეტროს ორი ელ.მონტიორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. პროფკავშირების ცნობით, საქალაქო სასამართლომ ორივე გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. კერძოს, ა.ლ. და ი.ძ. მეტროს გვირაბში დღისა და ღამის ცვლებში ელ. მონტიორის მოვალეობებს ასრულებდნენ 25 და 18 წელი. მათი გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა შესასრულებელი სამუშაოს...
2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების გაზრდა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული პარლამენტში გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განახლებული პროგნოზების ფარგლებში მოძიებული დამატებითი რესურსები მიიმართება, როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე - ეკონომიკის განვითარებისთვის. მინისტრის თქმით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით,...
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში მცხოვრები ადამიანები დამხარებას ითხოვენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. შენობის ნაწილი 2 თვის წინ, ბუნებრივი აირის აფეთქებისას ჩამოინგრა, იმის შემდეგ კი ადგილობრივებს ცხოვრება შიშის ფონზე უხდებათ. იქედან გამომდინარე, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადგილობრივებს მისი თვითნებური გარემონტების უფლება არ აქვთ, ხელისუფლებამ კი სიცოცხლისთვის საშიში სახლის რეაბილიტაციისთვის თანხები ამ დრომდე ვერ მოიძია. ადგილობრივების თქმით, ქალაქის მერმა...
წინა სტატია ზუგდიდში მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია მერთან მამუკა წოწერიასთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. ენმ-ის წარმომადგენელ, საკრებულოს დეპუტატ თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მართალია დღეს დაიშალნენ, თუმცა, საპროტესტო მუხტი გაგრძელდება მომავალში, სანამ “ქართული ოცნება” არ აღიარებს, რომ არჩევნები გააყალბეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. მისივე სიტყვებით, სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებები პერმამენტულ სახეს მიიღებს. მანამდე ანა წითლიძემ მამუკა წოწერიასთან მოითხოვა შეხვედრა მედიის და რამდენიმე მოქალაქის თანდასწრებით. სამართალდამცველებმა...
ქუთაისის მერია მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციას გეგმავს. რეკონსტრუქციის პროექტის შესადგენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაშიც მერია 40 ათას ლარს იხდის.ტენდერის მიხედვით, უნდა მოეწყოს საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკები, ასევე ტროტუარის ბორდიურები. ტერიტორიაზე მოწესრიგდება მწვანე საფარი, დამონტაჟდება სკამები და განათება. ადგილზე მოწეყობა ე.წ. მეკლდერუთა კედელი იზოლირებული შენობით, სველი წერტილებით და გასახდელებით, დაგეგმილია საბავშვო ატრაქციონების განახლება/ჩანაცვლება, ახალი შადრევნის მოწყობა, ამფითეატრის რეკონსტრუქციია და ა.შ.წინადადებების მიღება 7 დეკემბერს...
თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, რევაზ გაიპარაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს, ნიკოლოზ მაისურაძეს გადასცა. ,,სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების გარდა, ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის...
ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თვმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 420, მისი მოადგილის კი 280 ლარით იზრდება, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ხელფასს 100-100 ლარი ემატება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17 პოლიტიკური თანამდებობის პირი და აპარატის 9 თანამშრომელი ჰყავს, მათი ხელფასები ასე გადანაწილდება: საკრებულოს თავმჯდომარე - 3 070 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - 1 980 იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - 1 350 საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე...
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლისთვის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის ხელფასების ზრდაა დაგეგმილი. „გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადების და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10 %–იანი ზრდა. ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან სრულად გათანაბრება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირედი გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება. „პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება...
სამდღიანმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. ოჩხამურის მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოებში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ჩაიყარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მოქალაქეები  სამი დღეა ნარჩენების სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ, შიშობენ რომ ნარჩენები დროთა განმავლობაში მათ ჯანმრთელობას დააზიანებს. ადგილობრივებს ქობულეთის მერი შეხვდა თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ, საკითხს ცოტა ხნის წინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოეხმაურა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ნარჩენები დაკონსერვდება
ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე დღის წინ ჯერ შავი, ქვისგან ჩამოსხმული საპიკნიკე მაგიდები და ქვის თეთრი პუფები გამოჩნდა, მოგვიანებით ქვის სკულპტურები, მათ შორის ''ბიჭი წიგნით''.  ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ცენტრალურ პარკში ქვის სკამების გამოჩენას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა და ბათუმის მერიის იდეა არ მოეწონათ. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისა განაცხადეს, რომ პარკში ისევ ძველი ხის სკამები ურჩევნიათ, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულია. ''ქვის სკამების დადგმას აზრი...
ვარშანიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტს სულაბერიძისა და შავშეთის ქუჩებს შორის მონაკვეთში აგებენ. ამავე ქუჩის რამდენიმე  მონაკვეთზე ორმული შეკეთებაც მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 807 ათას 438 ლარია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა  მერიამ მოგვაწოდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ