ლაშა ხუციშვილი: გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადების და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10 %–იანი ზრდა

354

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლისთვის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის ხელფასების ზრდაა დაგეგმილი.

„გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადების და სოფლის ექიმების ანაზღაურების 10 %–იანი ზრდა. ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში არსებული სასწრაფო ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან სრულად გათანაბრება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.