გორში საზღვარგარეთ მკურნალობა სახელმწიფომ 11 პირს დაუფინანსა

729

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ 11 პირს დაუფინანსა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

როგორც ცნობილია, დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 336 655 ლარი. დაფინანსებას სახელმწიფო რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში გასცემს.

“პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით” , – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ინფორმაციისთვის, მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ღირებულების 70%-ით, ხოლო პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 30%-ია, გარდა გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე.