ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლში მცხოვრები ადამიანები დამხარებას ითხოვენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
შენობის ნაწილი 2 თვის წინ, ბუნებრივი აირის აფეთქებისას ჩამოინგრა, იმის შემდეგ კი ადგილობრივებს ცხოვრება შიშის ფონზე უხდებათ. იქედან გამომდინარე, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადგილობრივებს მისი თვითნებური გარემონტების უფლება არ აქვთ, ხელისუფლებამ კი სიცოცხლისთვის საშიში სახლის რეაბილიტაციისთვის თანხები ამ დრომდე ვერ მოიძია.
ადგილობრივების თქმით, ქალაქის მერმა მათ 2500 ლარის დახმარება დაპირდათ, ბოლოს კი 1500 ლარი ჩაურიცხათ.