ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში "სამოქალაქო განვითარების ინიციატივის“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრისას ჰაბის როლსა და ფუნქციაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამომავლო გეგმები და ის სავარაუდო სარგებელი, რომელსაც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მოხალისეობის საკითხებზე და ვებგვერდზე, რომელიც მოხალისეობის მსურველთათვის ახალ შესაძლებლობას იძლევა.
"როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, Timerepublik.com "დროის ბანკის“ პრინციპით მუშაობს. ეს არის ორმხრივი მოხალისეობრივი პლატფორმა, სადაც...
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში მუზეუმი "არავის ჩვენი მიწა" მარტის ბოლოს გაიხსნება. მუზეუმში რუსული ოკუპაციის ამსახველი მასალები გამოიფინება. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
ახალი მუზეუმი ადგილობრივ სასოფლო ბიბლიოთეკაში განთავსდება. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორმა მადონა მაქაცარიამ თქვა, რომ პრეზიდენტის ფონდმა სამუზეუმო სივრცის მოსაწყობად თანხა, 3 500 ლარის ოდენობით ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში გამოყო.
„შეგვიძინა სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალები. გარემონტდა ორი ოთახი. ერთი ბიბლიოთეკის, მეორე კი მუზეუმის....
წინა სტატია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არ იყვნენ, 2015-2016 წლებში ანაზღაურებას საკრებულოს სხდომებზე დასწრებისთვის იღებდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, საკრებულოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი მხოლოდ თანამდებობის პირებისთვისაა, საკრებულოს სხვა წევრები კი თავის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ ახორციელებენ. მათ შეიძლება აუნაზღაურდეთ მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
როგორც ირკვევა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს...
თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს.
„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების...
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის #46 ნომერში სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობის პროტესტი სკვერისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებამ და ადგილზე მშენებლობის დაწყებამ გამოიწვია".
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ "აღნიშნული ტერიტორია 2017 წლის 25 მაისს გასხვისდა და მშენებლობაზე ნებართვა 2017 წლის 13 ივნისს გაიცა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით და მითითებით, ადგილზე ყველანაირი სახის სამუშაო შეწყდა".
"ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი...
ფოთში სამი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ამ მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ერისიმედი“ შეასრულებს.
"პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტის ღირებულება...
ხელვაჩაურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ნესტის შემცირების მიზნით, ყველა საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია ნესტის გამწოვი აპარატურით. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიიღო. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღების სარდაფებში პერიოდულად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. სპეციალისტების შეფასებითა და გადაწყვეტილებით, არსებული სარდაფების შევსება არ მოხდა ბალასტით, რადგან გამოიწვევს პირველი სართულის დანესტიანებას. აქედან გამომდინარე, სარდაფი საწყობად გადაკეთდება, გრუნტის...
წინა სტატია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 19 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე პირველივე საკითხად საკრებულოს რეგლამენტი იყო წარდგენილი. რეგლამენტი თვითმმართველობის კოდექსთან და სხვა კანონქვენდებარე აქტებთან იქნა შესაბამისობაში მოყვანილი.დღესვე საკრებულოს რეგლამეტთან ერთად მერიის დებულებაც დამტკიცდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრები გურანდა დოლიძე და ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ინიციატივით წარსდგნენ. ინიციატივა სოფელ ახალსოფელში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას შეეხებოდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ თქვა, უახლოეს...
ქობულეთში, ჩოლოქის მოსახლეობა, მუნიციპალური სერვისის გაუმჯებესებას ითხოვს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მათი თქმით, დასახლება ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, მუნიციპალური ავტობუსი კი დღის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ დადის. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მარშრუტი გააგრძელოს და მათ დასახლებასაც მოემსახუროს.
ქალაქის მერი ამბობს, რომ საკითხს შეისწავლის და არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღოს.
შიდა ქართლის გუბერნატორს ერთის ნაცვლად სამი პიარ მენეჯერი ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტების მიხედვით, გუბერნატორს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ეხმარებიან: მედია კინსულტანტი; მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. მათი ჯამური ხელფასი თვეში 2100 ლარია.
მედია ანონსებს (სამინისტროების წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ) პრესრელიზებს უმცროსი სპეციალისტი ავრცელებს, ხოლო უფროსი სპეციალისტის...
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში პარკირების პრობლემას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქში 10 ლოკაციაზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.
"უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც მიღებული იქნება გარემოებების შესწავლის შედეგად. აქედან გამომდინარე, დღეს მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფილარმონიის...
წინა სტატია
რუსულ კომპანიას „ნიკარემსტროი“ თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ საკითხს თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებით გამოეხმაურა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
„არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე....
რუსულ კომპანიას „ნიკარემსტროი“ თბილისში ორ ლოკაციაზე ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ინფორმაციას გამოცემა bpn.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე შემთხვევაში სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018...
წინა სტატია
თბილისში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" წევრებმა ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს და "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელს შეკითხვები დაუსვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"რატომ იგეგმება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული ტენდერით ხელშეკრულების გაფორმება?"- ეს იყო ძირითადი შეკითხვა, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრებმა დასვეს.
"შეკითხვები არის ბევრი და მნიშვნელოვანი, როგორია პროექტი, როგორ არის დაგეგმილი სამუშაოები, რატომ არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვა, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკება, რა პროცესთან გვაქვს...
წინა სტატია
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული მსუბუქი ავტომობილების ინვენტარიზაცია ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საკუთრებაში არსებული 2 ავტომანქანა არ მოიძებნა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V-სა და GAZ31029-ის მარკის ავტომანქანების მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც უწყებამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
მისივე ცნობით, ამის გარდა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის...
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ზურაბ პატარაძესა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში დაგეგმილ ენერგოინვესტიციის ფორუმს შეეხებოდა, რომელიც CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ იჩენს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































