ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები შეწყდა

413

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის #46 ნომერში სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობის პროტესტი სკვერისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისებამ და ადგილზე მშენებლობის დაწყებამ გამოიწვია”.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ “აღნიშნული ტერიტორია 2017 წლის 25 მაისს გასხვისდა და მშენებლობაზე ნებართვა 2017 წლის 13 ივნისს გაიცა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით და მითითებით, ადგილზე ყველანაირი სახის სამუშაო შეწყდა”.

“ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე საფარი იყოს ქალაქში. ჭავჭავაძის # 46-ში გავეცი მითითება, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ადგილზე ყველა სახის სამუშაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელის წინააღმდეგ მკაცრი საჯარიმო სანქციები გატარდება,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.