შიდა ქართლის გუბერნატორს ერთის ნაცვლად სამი პიარ მენეჯერი ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტების მიხედვით, გუბერნატორს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ეხმარებიან: მედია კინსულტანტი; მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. მათი ჯამური ხელფასი თვეში 2100 ლარია.
მედია ანონსებს (სამინისტროების წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ) პრესრელიზებს უმცროსი სპეციალისტი ავრცელებს, ხოლო უფროსი სპეციალისტის მოვალეობაში გუბერნატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, პრეს-რეალიზების ლინკების გაგზავნა შედის.