ხელვაჩაურის ბაღებში ნესტის გამწოვი აპარატები დაამონტაჟეს

775

ხელვაჩაურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ნესტის შემცირების მიზნით, ყველა საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია ნესტის გამწოვი აპარატურით. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მიიღო. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბაღების სარდაფებში პერიოდულად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. სპეციალისტების შეფასებითა და გადაწყვეტილებით, არსებული სარდაფების შევსება არ მოხდა ბალასტით, რადგან გამოიწვევს პირველი სართულის დანესტიანებას. აქედან გამომდინარე, სარდაფი საწყობად გადაკეთდება, გრუნტის წყალს კი პერიოდულად ამოქაჩავენ.