აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ზურაბ პატარაძესა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრა 11-12 სექტემბერს ქ. ბათუმში დაგეგმილ ენერგოინვესტიციის ფორუმს შეეხებოდა, რომელიც CAREC-ის პროგრამის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ბანკის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ იჩენს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური პარტნიორია, რომელსაც 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 2,4 მილიარდი აშშ დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს რეგიონში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზიის ბანკის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი
„მზად ვართ ვუმასპინძლოთ მესამე საერთაშორისო ფორუმს ჩვენს რეგიონში და ფორუმის სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის როგორც ისტორია და კულტურა, ასევე საინვესტიციო პოტენციალი, ჩვენი ხედვები ენერგეტიკის თუ ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე მზადა ვართ განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტი თუ შემოთავაზება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ისლამაბადისა და ასტანის შემდეგ ბათუმი მესამე ქალაქი იქნება, რომელიც ამ მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი 4 მიმართულებით იმუშავებს: მზის ენერგია, ენერგო-ეფექტურობა, ელექტრო ავტომობილები და ელექტრო ელემენტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, ფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგო სექტორის განვითარებას და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომლებიც დარგის წინაშე დგას“ – განაცხადა სოჰაილ ჰასნიმ.