სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბაკურციხე-წნორის (16კმ) შემოვლითი გზის სამუშაოების ჩატარებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყეს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის მიზანი სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
"საგზაო დეპარტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტმა, მაია ვაშაკიძემ ყველა ის საფრთხე დეტალურად განიხილა, რაც პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება...
დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
„დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა, რაც ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება, როგორც იყო გავრცელებული. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე,...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა შილდის, მთისძირისა და ზინობიანის საბავშვო ბაღებში დასრულებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ყურადღება გამახვილდა ბაღებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე.
"გარკვეული მითითებები და რეკომენდაციები მიეცა გაერთიანების დირექტორს მაია სამიტაშვილს და აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღების კოორდინატორებს. ყვარლის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დ,ავით ქევხიშვილი; თავმჯდომარის მოადგილე, ვანო მამულაშვილი, ფრაქციის "ქართული ოცნება“ თავმჯდომარე, ნინო...
წინა სტატია
კასპიის მერიის მიერ გამოცხადებულ ახალ ტენდერებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მოთხოვნა მითითებული აღარ არის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გამოცემის ცნობით, კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ამჯერად უკვე უარს ამბობს იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ ტენდერებში სამშენებლო კომპანიამ 70%-ით ადგილობრივი მუშა-ხელი უნდა დაასაქმოს.
16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კასპის მერი ტენდერებში უთითებდა, რომ გამარჯვებულ კომპანიას ადგილობრივი მცხოვრებლები უნდა დაესაქმებინა. ეს...
სამხრეთ დაკოტას საზღვრიდან ხუთი მილის დაშორებით, ამერიკული შტატის, ნებრასკას შორეულ ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გრძელი გრუნტის გზა კვეთს მდელოებსა და ოქროსფერი ხორბლით მოფენილ მინდვრებს, შეგიძლიათ, იხილოთ მონოვი - ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ამ უცნაურ ქალაქზე და მის ერთადერთ მცხოვრებზე რეპორტაჟი ცოტა ხნის წინ bbc.travel-მა გამოაქვეყნა.
მიტოვებული ეკლესია, რომლის ცარიელი სკამებიც ახლა სავსეა ტრაქტორის საბურავებით, დგას ელევატორის მოპირდაპირედ. ბალახი და...
გასულ წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შიდა ქართლში გარემოს დანაგვიანებიასათვის 130 ჯარიმა გამოწერეს. ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ქუჩების დანაგვიანებისათვის მოქალაქეები 56-ჯერ დაჯარიმდნენ, თითოეული 80 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნაგვის გადაყრა 54-ჯერ დაფიქსირდა. ჯარიმა თითოეულ შემთხვევაზე 120 ლარი იყო. საცხოვრებელი სახლიდან ქუჩის დანაგვიანებისათვის კი ერთი ადამიანი დააჯარიმეს (100 ლარი).
დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის,...
თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური მისი იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"ამ ეტაპზე ჩემს საწინააღმდეგოდ რაიმე ბერკეტი არ გააჩნიათ, თუმცა, მერად არჩევიდან 6 თვის შემდეგ თეორიულად შეუძლიათ, ჩემი იმპიჩმენტი მოითხოვონ", - განუცხადა თიანეთის მერმა "ინტერპრესნიუსს".
თამაზ მეჭიაურის განცხადებით, "ამ ეტაპზე, დაპირისპირებულ ძალებს რაიმე ბერკეტი არ აქვთ".
"შეიძლება, ისინი გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც მერად ყოფნის 6 თვე შემისრულდება. ამის შემდეგ...
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, N9–ში მდებარე შენობას მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა. კერძოდ, მერიის დაკვეთით, გაილესა შენობის სამი მხარის ფასადი, შეიღება და ორივე სართულზე მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩაისვა. ინფორმაციას newspress.ge ავრცელებს.
სამუშაოები მერიის მიერ გასულ წელს გამოცხადებული 756 770-ლარიანი ტენდერის ფარგლებში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მერიამ ტენდერი შენობების გარკვეულ ნაწილზე გამოაცხადა, 29 შენობის ფასადის შეკეთება 190 დღეში უნდა დასრულებულიყო, დარჩენილ შენობებზე კი, მერიის...
"ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ უკვე გამოკვეთა უარყოფითი მხარეები",- ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
დავით უსუფაშვილი, თვლის, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დიდი შეცდომა იყო, რაც გასულმა ოთხმა თვემ უკვე დაადასტურა. უსუფაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებამ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან დააშორა.
"სამწუხაროდ გორში მკაფიოდ იჩენს...
რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსებში, მოსახლეობის ნაწილი ბუნკერების გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბუნკერების გაუქმება გასულ წელს დაიწყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით პროცესი შეჩერდა. inforustavi წერს, რომ ქალაქის თვითმმართველობა 300 ახალი, თუნუქის კონტეინერის ყიდვას აპირებს, რომლებიც იმ კორპუსების შორიახლოს განთავსდება, სადაც ბუნკერები უნდა დაილუქოს. კონკრეტულად როდის და რომელი უბნიდან დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია.
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსები დაამტკიცეს.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გიგა გიგაშვილი უხელმძღვანელებს; მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იქნება, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს რუსუდან მირზიკაშვილი უხელმძღვანელებს.
სწორედ რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 5 დღის წინ წარდგენილი ვახტანგ ჯოხაძე...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე წარდგენილ პირებზე მსჯელობენ. ოპოზიციასა და უმრალესობას შორის განსაკუთრებული დაპირისპირება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა რუსუდან მირზიკაშვილმა გამოიწვია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ნაციონალური მოძრაობა სხდომის დღის წესრიგიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის დამტკიცების საკითხის ამოღებას ითხოვს. მარიკა დათუკიშვილი მიიჩნევს, რომ ნაჩქარევად მოხდა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატის ჩანაცვლება.
"ურბანული სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია....
გორის მერიიის მიერ დასუფთავებისა და სანიტარიული მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ორჯერ არ შედგა, ამის გამო დამლაგებლებს ხელშეკრულებით აიყვანენ. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, საკონკურსო პროცესი ისევ გრძელდება და ამ პერიოდში მაქსიმუმ 10 ადამიანს დაასაქმებენ. მათგან 7 დამლაგებელი იქნება.
"აქამდე ტენდერი ცხადდებოდა ხოლმე და გამარჯვებული კომპანია გვემსახურებოდა, რომელსაც თავისი დამლაგებლები მოჰყავდა, მაგრამ წელს 60 000 ლარიან ტენდერზე აღარავინ მიიღო...
წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს. მათი განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს უზრველყოფს.
პროექტის სრულყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, VIP და პრეს ლოჟების გაკათების,...
წინა სტატია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს.
https://www.youtube.com/watch?v=Wi_RvBFMrnU&feature=youtu.be
წინა სტატია
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება .
ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































