გასულ წელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შიდა ქართლში გარემოს დანაგვიანებიასათვის 130 ჯარიმა გამოწერეს. ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ქუჩების დანაგვიანებისათვის მოქალაქეები 56-ჯერ დაჯარიმდნენ, თითოეული 80 ლარით. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნაგვის გადაყრა 54-ჯერ დაფიქსირდა. ჯარიმა თითოეულ შემთხვევაზე 120 ლარი იყო. საცხოვრებელი სახლიდან ქუჩის დანაგვიანებისათვის კი ერთი ადამიანი დააჯარიმეს (100 ლარი).
დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანებისათვის 11 ფიზიკური პირი 500 ლარით დაჯარიმდა.
ჯამში, შსს-ის თანამშრომლებმა გასულ წელს მხოლოდ შიდა ქართლში გარემოს დანაგვიანებისათვის 19 870 ლარის რაოდენობის ჯარიმები გამოწერეს