ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა შილდის, მთისძირისა და ზინობიანის საბავშვო ბაღებში დასრულებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა.
ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ყურადღება გამახვილდა ბაღებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე.
“გარკვეული მითითებები და რეკომენდაციები მიეცა გაერთიანების დირექტორს მაია სამიტაშვილს და აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღების კოორდინატორებს. ყვარლის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დ,ავით ქევხიშვილი; თავმჯდომარის მოადგილე, ვანო მამულაშვილი, ფრაქციის “ქართული ოცნება“ თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი და სხვა მაჟორიტარი დეპუტატები”,-აცხადებენ ყვარლის მერიაში.