რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსებში, მოსახლეობის ნაწილი ბუნკერების გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბუნკერების გაუქმება გასულ წელს დაიწყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით პროცესი შეჩერდა. inforustavi წერს, რომ ქალაქის თვითმმართველობა 300 ახალი, თუნუქის კონტეინერის ყიდვას აპირებს, რომლებიც იმ კორპუსების შორიახლოს განთავსდება, სადაც ბუნკერები უნდა დაილუქოს. კონკრეტულად როდის და რომელი უბნიდან დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია.