წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო

614

წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს. მათი განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობასა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟს უზრველყოფს.

პროექტის სრულყოფისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების დადგმის, სტადიონის შემორაგვის, VIP და პრეს ლოჟების გაკათების, სველი წერტილების მოწყობისა და სტადიონთან დამაკავშირებელი ორი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაციის, ასევე, სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის გაკეთების ხარჯები.

 ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია წყალტუბოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ათეული წლების შემდეგ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ადაპტირდება როგორც “სამგურალის” ამჟამინდელი ლიგის, ასევე, უმაღლესი ლიგის მატჩებზე. სტადიონზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების გამართვაც”,-აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.