ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შესახებ "ლაივპრესი" წერს. წინა ტენდერში მხოლოდ ერთი, შპს "ვექტრა" მონაწილეობდა, რომელიც არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო დიკსვალიფიცირდა. მანამდე იგივე კომპანიას მასალების დასაზუსტებლად რამდენიმე დღეც მიეცა, თუმცა საბოლოოდ მერიამ მიიჩნია, რომ მიღებული ტექნიკური დოკუმენტები სატენდერო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში უარის მიზეზად...
წინა სტატია ქუთაისის მერიის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდეს. მსგავსი მიმართვა უკვე განახორციელა თბილისის მერიამ და ჯარიმების გამკაცრება მოითხოვა. როგორც "ნიუპრესი" წერს, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, რის შემდეგაც შემუშავდება დოკუმენტი და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. დასტურის შემთხვევაში,  ქუთაისში უკანონო მშენებლობებზე, ნებართვის დარღვევასა და სხვა ტექნიკურ ხარვეზებზე ჯარიმები გამკაცრდება. ამ დროისთვის, ქუთაისში სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას განახორციელებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულედება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია, საიდანაც დღეისთის მხოლოდ 15 გაზიფიცირებული. არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება. "გურჯაანის 20 ბაღში განხორციელდება გაზიფიცირება. სოფელ სოფელ...
კომპანია “დელტა“ 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას შეიძენს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, ორგანიზაციამ ჯამში 2700 ერთეულამდე რაკეტა უნდა შეიძინოს.  "დელტას" ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, პირველ ეტაპზე 1200 რაკეტა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში მიაწოდოს დამკვეთს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებები კომპანიებმა 13 მარტიდან უნდა წარადგინონ.
ხულოს მერს სამის ნაცვლად, ორი მოადგილე ეყოლება. გოჩა მელაძის თქმით, სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის ორი მოადგილე საკმარისია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. გოჩა მელაძემ ახალ მოადგილედ დავით ვანაძე წარადგინა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს  სამსახურის უფროს-ინსპექტორად მუშაობდა, ხოლო მერის პირველი მოადგილე - ლაშა ბოლქვაძეა.
მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ქედის მუნიციპალიტეტი ადგილზე თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განათებების,  პანდუსის, მოაჯირების და რკინა-ბეტონის ბილიკების მოწყობას აპირებს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება. მოეწყობა საპარკინგე ტერიტორიაც, პარკინგის ტარიფს კი საკრებულო დაადგენს. ქედის მერია მახუნცეთის ტერიტორიაზე ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მოწყობასაც გეგმავს, სადაც პოლიციის, სამაშველოსა და მერიის წარმომადგენლის ოფისები განთავსდება.
გთავაზობთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო წიგნს - "ინიციატივა ცვლილებებისთვის - თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე", რომელშიც ოკუპაციამდელ საქართველოში თემის თვითორგანიზების უნიკალური დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. „ინიციატივა ცვლილებებისათვის“ შეიქმნა წარსულში არსებული სათემო ინიციატივების კვლევის შედეგად. აქ წარმოჩენილია ათი თემატური, ისტორიული მაგალითი, მოვლენა; აღსანიშნავია, რომ ამ  მაგალითებში ნათლად იკვეთება თვითმმართველობის ჩანასახები და ადრეული ეტაპების ნიშნებიც. იმავდროულად, ჩანს ის პრობლემები და დაბრკოლებები,...
კვლევის მიზანი და ამოცანები კვლე­ვის ­მი­ზა­ნია, ­შე­ის­წავ­ლოს ­სა­ქარ­თვე­ლო­შ ი­ჯან­მრთე­ლო­ბის ­დაც­ვი­სა ­და ­ზრუნ­ვის სფე­როე­ბ­ში ადგილობრივი­ თვით­მმარ­თვე­ლი ­ერ­თე­ულ­ე­ბის ­პოლ­ი­ტი­კის, ­სერ­ვი­სებ­ის ­მი­წოდ­ებ­ი­სა ­და ­და­ფი­ნან­სებ­ის მექანიზმე­ბის ­არ­სებ­უ­ლი­ პრაქ­ტი­კა, ­წარ­მო­ა­ჩი­ნოს ­შე­საძ­ლო ­ხარ­ვეზ­ე­ბი ­და ­მო­ცე­მუ­ლი­ სერ­ვი­სებ­ის­ გან­ვი­თა­რე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ­გა­რე­მო­ებ­ე­ბი, ­ად­ვოკ­ა­ტი­რე­ბა ­გა­უწ­ი­ოს ­სუბ­სი­დი­ა­რობ­ის ­პრინ­ცი­პის ­გან­ვი­თა­რე­ბას ­და წარმოადგი­ნოს ­პრობლ­ე­მე­ბის­ გა­დაწ­ყვეტ­ის­ შეს­აძ­ლებ­ლო­ბე­ბი ­და ­გზე­ბი. სუბ­სი­დი­ა­რობ­ის ­მი­ხედ­ვით,­ ძალაუფლე­ბა ­გან­ხორ­ცი­ელ­ე­ბუ­ლი ­უნ­და­იყოს ­მმარ­თვე­ლო­ბის ­იმ ­დონ­ე­ზე, ­რომ­ე­ლიც­ ყველ­ა­ზე ­უფ­რო ­ახ­ლოს ­არის ­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან.­ წამ­გე­ბი­ა­ნია...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თბილისის მე-19 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფოტოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს. "ჩემი არჩევისას, მოსახლეობას დავპირდი რომ არჩევის შემდეგაც მნახავდნენ ყველგან, მათ სახლებთან, ქუჩაში, ეზოებში და სამგზავრო ავტობუსებშიც, იმისთვის რომ ამ გარეგნული ფორმებით გავუსვა ხაზი მათი საჭიროებების მიმართ ჩემგან ყურადღების...
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტუდენტებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სტუდენტები თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზით მგზავრობისას შეღავათების დაწესებას ითხოვენ. "ზრდილობა ისწავლე შვილო, ვერ გათხოვდები", - მიმართა ერთ-ერთმა დეპუტატმა "რუსთაველს სტუდენტთა ასოციაციის" წევრ გოგოს. რუსთავის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. პირდაპირი ეთერი იხილეთ ამ ლინკზე, რომელსაც "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებასა და მის შემოღობვას აპროტესტებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთი 50- წლიანი იჯარით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არის გაცემული, ხოლო მეპატრონემ ტერიტორიის შემოღობვა უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საძოვრების გარდა, სოფლის სტადიონი და სასაფლაომდე მისასვლელი გზაც გასხვისდა. „საქონელი დაგვრჩა საძოვრების გარეშე. ტერიტორიების შემოღობვის გარდა მთლიანად მოჭრეს წიწვოვანი ხეებიც“, - ამბობენ აქციის მონაწილეები. ზუგდიდის მერის...
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 319 ათას 402 ლარით გაიზარდა და 9 მილიონ 856 ათას 302 ლარს შეადგენს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მუნიციპალიტეტში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის129 ათას 602 ლარი გამოიყო. დამატებითი თანხები კი მერიის კუთვნილი ავტომანქანების დაზღვევისათვის. ოპოზიციამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და მას ბიუროკრატიული ხარჯები უწოდა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება. დღესვე, საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” დეპუტატის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, აჭარის უმაღლესი...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, თანხა გამოიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. გორის მერიის ინიციატივით, 2018 წელს, ამ მიმართულებით, სოფელში 29 300 ლარი დაიხარჯება. 2017 წლის ზამთრის პერიოდში, წვიმის დროს, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო ქვედა უბანში (სოფლის შესასვლელი) ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ადგილობრივები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვდნენ, რომლითაც ატენიდან და მთის ფერდობიდან...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისის ტბაში 10 ტონამდე თევზი დაიხოცა. ტბის მეპატრონე გელა ბაკურაძე ამბობს, რომ ე.წ სქელშუბლა თევზის მასობრივად დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. "მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს  და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ", - აცხადებს ტბის მეპატრონე. https://www.youtube.com/watch?v=ohSr62ND0O8&feature=youtu.be ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოს...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია საბიბლიოთეკო რეფორმასთან დაკავშირებით, ლიტერატურული და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. "დღეს ჩვენ შევხვდით მწერლებს, გამომცემლებს, ადამიანებს, ვისაც უყვარს წიგნი, იმისთვის, რომ მათ ბიბლიოთეკების რეფორმისა და მოდერნიზების მიმართულებით თბილისის მერიის გეგმები გავაცნოთ. პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი პრობლემის მოგვარება, ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა, ბიბლიოთეკარების გადამზადება და იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მზად ვართ, ამ პროცესში გამომცემლებისა და საერთოდ,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. საუბარია როგორც კულტურულ, სპორტულ აქტივობებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განათლების, ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 680 ლარია. მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტით გადაყვანა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ