ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
საუბარია როგორც კულტურულ, სპორტულ აქტივობებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განათლების, ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 680 ლარია. მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტით გადაყვანა განხორციელდება მათ შორის თბილისის, ბათუმის, ვარძიის, ბორჯომის, ქუთაისის, ჩოხატაურის, ოზურგეთის მიმართულებით.