სტიქიის თავიდან ასაცილებლად ,,დელტა” სეტყვის საწინააღმდეგო 2700 რაკეტას შეიძენს

846

კომპანია “დელტა“ 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას შეიძენს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, ორგანიზაციამ ჯამში 2700 ერთეულამდე რაკეტა უნდა შეიძინოს.  “დელტას” ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, პირველ ეტაპზე 1200 რაკეტა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში მიაწოდოს დამკვეთს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებები კომპანიებმა 13 მარტიდან უნდა წარადგინონ.