გორის მერიამ სოფელ ხიდისთავში სანიაღვრე არხის მოსაწყობად თანხა გამოყო

770

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, თანხა გამოიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის მერიის ინიციატივით, 2018 წელს, ამ მიმართულებით, სოფელში 29 300 ლარი დაიხარჯება.

2017 წლის ზამთრის პერიოდში, წვიმის დროს, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო ქვედა უბანში (სოფლის შესასვლელი) ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

ადგილობრივები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვდნენ, რომლითაც ატენიდან და მთის ფერდობიდან ჩამოსულ ტალახი და წყალი საცხოვრებელი სახლებს გვერდს აუვლის. გასულ წელს, სოფელ ხიდისთავში, ცენტრალურ ნაწილში ახალი სანიაღვრე სისტემა დაამონტაჟეს, თუმცა, ეს პროექტი ქვედა უბანს (სოფლის შესასვლელში) არ შეხებია.