ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მიყვანის მომსახურებაზე ტენდერი ჩაიშალა

1703

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შესახებ “ლაივპრესი” წერს.

წინა ტენდერში მხოლოდ ერთი, შპს “ვექტრა” მონაწილეობდა, რომელიც არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო დიკსვალიფიცირდა. მანამდე იგივე კომპანიას მასალების დასაზუსტებლად რამდენიმე დღეც მიეცა, თუმცა საბოლოოდ მერიამ მიიჩნია, რომ მიღებული ტექნიკური დოკუმენტები სატენდერო პირობებით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

კერძოდ, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში უარის მიზეზად შემდეგი გარემოებების შესახებ წერია: “არ იყო მოწოდებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინალური და ცხოველთა თავშესაფრის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, კომპანიას არ წარმოუდგენია ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან დაკვირვების წარმოების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება”.

შპს „ვექტრა“ ქუთაისში რეგისტრირებული კომპანიაა, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში მას ოზურგეთში, ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძის თავშესაფრით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა ესარგებლა იჯარის ფორმით. შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმებული იყო.

ახლადგამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 3 მარტს იწყება და 5 მარტს დასრულდებ,  მოთხოვნებიკი  უჩვლელია იქნება.ჯამში სულ 461 ძაღლზეა საუბარი.