რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტუდენტებსა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სტუდენტები თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზით მგზავრობისას შეღავათების დაწესებას ითხოვენ.
“ზრდილობა ისწავლე შვილო, ვერ გათხოვდები”, – მიმართა ერთ-ერთმა დეპუტატმა “რუსთაველს სტუდენტთა ასოციაციის” წევრ გოგოს.
რუსთავის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
პირდაპირი ეთერი იხილეთ ამ ლინკზე, რომელსაც “ინფო რუსთავი” ავრცელებს.