გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას განახორციელებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულედება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია, საიდანაც დღეისთის მხოლოდ 15 გაზიფიცირებული. არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება.
“გურჯაანის 20 ბაღში განხორციელდება გაზიფიცირება. სოფელ სოფელ ვაჩნაძიანის, ახაშნის, ყიტაანის, ზეგაანის, ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხის, მელაანის, არაშენდის, ქოდალოს, კაჭრეთის, დარჩეთის, ჯიმითის, კალაურის 1-ელ და მე-2, ჩულმლაყის 1-ელ და მე-2, კარდენახის მე-3 და მე-4 საბავშვო ბაღებში ბუნებრივი იარით მომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ორ საბავშო ბაღში კი, რომლებშიც გაზის ქსელის მოწყობა ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია, სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება. სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბაღების გაზიფიცირებისათვის 19 000 ლარამდეა გათვალისწინებული”, -თქვა არჩილ ხანდამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლისთვის გაზიფიცირებული იქნება.