მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ქედის მუნიციპალიტეტი ადგილზე თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე განათებების, პანდუსის, მოაჯირების და რკინა-ბეტონის ბილიკების მოწყობას აპირებს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მახუნცეთში ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება. მოეწყობა საპარკინგე ტერიტორიაც, პარკინგის ტარიფს კი საკრებულო დაადგენს.
ქედის მერია მახუნცეთის ტერიტორიაზე ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის მოწყობასაც გეგმავს, სადაც პოლიციის, სამაშველოსა და მერიის წარმომადგენლის ოფისები განთავსდება.