ადიგენის სოფელ კეხოვანში, სადაც ზამთარი ექვსი თვე გრძელდება და სოფელი ხშირად გარესამყაროს წყდება, საავტომობილო გზა მოწესრიგდება. ადიგენის მერია ამჟამად საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს ამზადებს, მომავალი წილდან კი ასფალტის დაგება დაიწყება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "საპროექტო დოკუმენტს კომპანია "აიდიმ" აკეთებს. გზა ორ ეტაპად მოასფალტდება და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება", – ამბობს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე. მისივე თქმით, 7 კილომეტრიანი გზის მასფალტებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ...
წინა სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნისთვის შეტანილი პეტიცია ნინოწმინდის საკრებულომ არ დაურეგისტრირა. TI–მ საკრებულოს 17 ნოემბერს მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "მოგვწერეს რომ პეტიციას არ არეგისტრირებდნენ, რადგან საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. რაც შეეხება აქ მცხოვრები ადგილობრივების სახლების გამაგრების პრობლემას, ამ ნაწილში პასუხი საერთოდ არ გაგვცეს. ერთი...
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. ბრალდების მხარე ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო, რადგან პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე...
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს, ახალი მოადგილე ჰყავს. რწმუნებულმა დავით ვარდიაშვილი მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს გუშინ, 30 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულის ახლმა მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხოლო, 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  რწმუნებულის პირველ მოადგილეს უწყვეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე...
დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წარდგება. მიხეილ ჩხენკელი სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ მას კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.
სათავგადასავლო ტურიზმის  განვითარების მიზნით, საქართველოს 7 რეგიონში, წელს  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო.   აჭარაში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში 610 მიმართულების მანიშნებელი დაფა, 292 მიმართულების მანიშნებელი ბოძი და 44 საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა. 12 მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაგეგმა და მოაწყო.  მონიშნული ბილიკები მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს  გზის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: ანანო გოშაძე რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა. ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 14 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. ეს ბიბლიოთეკებია: ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რაბათის, ვალის, აწყურის, საყუნეთის, ზიკილიის,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: ანანო გოშაძე რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში - droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ რუსთავის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებმა მოგვაწოდეს, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისმა...
ავტორი: რუსა მაჩაიძე საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთი წლის განმავლობაში რა გამოიკვეთა თვითმმართველობაში, რა არის მთავარი საკითხი, სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი - დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელს, "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრ ცოტნე კობერიძეს ვესაუბრეთ. ცოტნე კობერიძე: ერთი წელია, რაც საკრებულოს წევრი ვარ და ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი მახასიათებელი,...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, თბილისში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე ისაუბრა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ეს საკითხი დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.  საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა, დედაქალაქის მერიისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. ოთარ გრიგოლიას თქმით, ეს საკითხი მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე არ დგას, შესაბამისად,...
წინა სტატია ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სასამართლომ „ტვ პირველს” და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. როგორც ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. „იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ „ტვ პირველს” და მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. „ტვ პირველი” ამ თანხას ვერ...
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო გაფორმებებზე 81 000 ლარის დახარჯვას აპირებს. ამ ღირებულების ტენდერი უწყებამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია აპირებს იყიდოს: 3D დეკორაციები – არკა ვარსკვლავით და ნაძვი ვარსკვლავით; მანათობელი სათამაშოები – ბურთები,  „ჯონჯოლი“  ჩამოშვებით, მანათობელი ფარდა, მანათობელი მილები, სტრინგები, ნეონის ვარსკვლავები.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში სატრანსპორტო დერეფნების მოწყობით, ავტობუსების მოლოდინის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. „სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შემდეგ საშუალო მოლოდინის დრო დაახლოებით 7-8 წუთზე უნდა დავიდეს, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში, იმ ადგილებში, სადაც მგზავრთნაკადის მაღალი მაჩვენებელია, 18-მეტრიანი ავტობუსები...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მანქანის ძრავის შეძინისა და მონტაჟისათვის გამარტივებული შესყიდვა სს „ექსპრესთან" გააფორმა. ინფორმააციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომანქანა ძრავის შეცვლას საჭიროებდა. ძრავის შეძენისა და მონტაჟისათვის მერნაულის მერიამ იური სამხარაძის კომპანიას 4 750 ლარი გადაუხადა. მარნეულის მერიასა და სს „ექსპრესს" შორის ხელშეკრულება...
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. შპს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა დაკავებული პოზიცია დატოვა. "ვამაყობ იმით, რომ 30 წლის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი დავაფუძნეთ, შევქმენით და თანამედროვე რელსებზე დავაყენეთ. 30 წლის შემდეგ ქუთაისლებს გვაქვს შესაძლებლობა ვიმგზავროთ მუნიციპალური ტრანსპორტით სუფთად, უსაფრთხოთ და დროში გაწერილი გრაფიკით. გაჩერებაზე დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებით ფაქტიურ სურათსაც დაინახავს მომხმარებელი თუ როგორ გადაადგილდება ტრანსპორტი. ვფიქრობ არსებული შედეგია ქალაქის წინსვლის და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ