წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში ახლადშექმნილი, ურბანული საქალაქო სამსახურის დასაკომპლექტებლად მოქალაქეებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. “როგორც იცით, მერიაში დასრულდა სტრუქტურული რეფორმა. ამოქმედდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც სიახლეა მუნიციპალიტეტის მერიისთვის. აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება არ ხდებოდა მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე. ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც...
ქუთაისის მერის დავალებით, ქალაქში ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ სპეციალურმა სერვისებმა დაასუფთავა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, გაიწმინდა სანაპირო ზოლი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სისუფთავე და არ დააბინძურონ გარემო. "კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში საჯარიმო სანქციები მკაცრდება",-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში არის სხვადასხვა ადგილი, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელია, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მან რაიონების გამგებლებს  შუქნიშნების მოსაწყობად და ზებრა ხაზებისთვის ადგილების განსაზღვრა დაავალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. “დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე 133 კონკურსანტის 301 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მერიაში 36 ვაკანსიაა, – 19 მერის წარმომადგენლის და 17 წარმომადგენლის ასისტენტის. შესული 301 განაცხადიდან ყველაზე მეტი – 32 განაცხადი, ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელზე შევიდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, 133 კონკურსანტის 301 განაცხადიდან, მეორე ეტაპისთვის 99 განმცხადებლის 196 განაცხადი შეირჩა. კონკურსის...
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი, მრავალდონიანი მმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებს ითვალისწინებს. დოკუმენტმა შესაძლოა უპასუხოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამოწვევებს, რომელმაც რეგიონული მმართველობის ეფექტური მოდელი უნდა შეიმუშავოს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში ამ მიმართულებით არსებული ჩანაწერი ხელისუფლებას ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი ძალიან...
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ითვალისწინებს ღარიბი მუნიციპალიტეტების განვითარებას, თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირებას და პროცესების მართვისას დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართვას. ექსპრეტები ამბობენ, რომ ევროკავშირის რეგიონული განვითარება აქცენტს აკეთებს სამ უმთავრეს ფაქტორზე: რეგიონული უთანასწორობის აღმოფხვრაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და დასაქმებაზე. რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ რეგიონულ განვითარებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. „საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ რეგიონებს შორის უთანაბრობას უნდა უპასუხოს გარკვეული პოლიტიკით. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან და სხადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა გააზრებული პოლიტიკის და პროგრამების...
წინა სტატია ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევა. ცვლილებები, რომელსაც საკრებულო ბიუროზე განიხილავს, დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე ხვალ გავა. არსებული მონაცემებით, ბიუჯეტში 379,600 ლარის ცვლილება შევა. ინფორმაციას გამოცემა "ნიუპრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დასრულებული პროექტების საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამაზე 311,000 ლარი გამოიყოფა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე 68,600 ლარი გამოიყოფა. ასევე გარეგანათებას 38,600 ლარი დაემატება. "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტში ცვლილებებს წლის დასაწყისში აანონსებდა, რის მიზეზადაც ბიუჯეტის...
ნაძალადევის რაიონში გეოდინამიკური პროცესების შეფასების მიზნით, ყველა უბნის საფუძვლიანი შესწავლა მიმდინარეობს. მსგავსი ტიპის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები რაიონის მასშტაბით პირველად ტარდება. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს. ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-5 ა კორპუსთან მიმდინარე საველე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისთვის საფუძვლიანი გეოლოგიური კვლევების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაიონში არსებული ყველა ფერდობის, 11 ლოკაციის - სულ 120 ჰა...
ეროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ადგილობრივი მეწარმე ქალებისთვის სასწავლო კურსი - "ქალ მეწარმეთა გაძლიერება ბიზნესის განსავითარებლად" ჩატარდა. კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის - "ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)" ფარგლებში პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტი მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის ბიზნესის შექმნისა და განვითარების პროცესში დამატებითი შესაძლებლობების მოძიებისა და გამოყენების სწავლებას. სწავლება წარიმართა როგორც...
ასპინძაში, ახალი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება, რისთვსაც დაახლოებით 240 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ასპინძის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მიწის იმ ნაკვეთს იკვლევენ, სადაც ახალი შენობა უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ძველი საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული. გეოლოგიური დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყდება როდის გამოცხადდება ტენდერი. მშენებლობა წელს დაიწყება და დასრულდება. აღნიშნული თანხით...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 34 ობიექტის გაყიდვას აპირებს. საპრივატიზაციო ფართების ნუსხა მერიამ საკრებულოს უკვე წარუდგინა. ინფორმაციას რადიო "მოზაიკა" ავრცელებს. „გორის მუნიციალიტეტის მერს არ აქვს დაგეგმილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყეება. ხოლო ამ ტერიტორიების პრივატიზების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეივსება მათი ღირებულების შესაბამიად“, - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც საკრებულოს წევრები კენჭს მარტში უყრიან. განკარგულებას თან ერთვის  პრივატიზაციის გეგმა - 34...
ქალაქ ბორჯომის მასშტაბით აქტიური დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებმა ჩარხისწყლის ხიდთან ახლოს ფერდობი და საფეხმავლო ბილიკი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ქვებისა და ჩირგვებისაგან გაწმინდეს". "ადგილზე რამდენიმე დღე ვიმუშავეთ, შედეგად, მთლიანად გავწმინდეთ ფერდობი და მოვასწორეთ მის ქვემოთ არსებული საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც წლებია, დაგროვებული მიწისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო, დღეს მოსახლეობას მოწესრიგებული გზით შეუძლია,...
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის - "საუბრები რეგიონალიზმზე" ფარგლებში, პირველი ლექცია ჩატარდა. ლექციას ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე უძღვებოდა. მან სტუდენტებს გააცნო, თუ რა გამოცდილება აქვს ევროპას რეგიონალიზმთან დაკავშირებით და რა სისტემა მუშაობს ევროპულ ქვეყნებში. ამავე თემაზე უნივერსიტეტში დისკუსიაცაა დაგეგმილი, რომელიც 2 მარტს გაიმართება. პროექტს გორის საინფორმაციო ცენტრი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამხრეთ...
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მთავრობას კავკასიონის ქედზე გზების მშენებლობის ალტერნატივას სთავაზობს. ამის შესახებ "კომერსანტი" წერს. "საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საავტომობილო გზების ნაწილის რეაბილიტაციისა და რამდენიმე საფეხმავლო ბილიკზე საავტომობილო გზების გაყვანის თაობაზე. კერძოდ, გათვალისწინებულია სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მიმართულებით და პანკისიდან ბაწარა-ხადორის უღელტეხილის გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი (15 კმ სიგრძის) გზების მშენებლობა. ხადორის უღელტეხილი, ზღ.დ. დაახლოებით  2,600 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და,...
N8 საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა შენდება. ეს და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, 538 965 ლარი ჯდება. მინის ტარის დასახლებაში ამჟამად არსებულ საბავშვო ბაღში მხოლოდ ორი ჯგუფია, ახალ საბავშვო ბაღს კი ჯგუფები დაემატება და სააღმზრდელო დაწესებულება 100-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს....
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სამი ახალი თანამშრომელი ათი კონკურსანტიდან უნდა შეარჩიონ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მერიაში სამ პოზიციაზე კონკურსი 22 იანვარს გამოცხადდა. სამიდან ორი ვაკანსია ინფრასტრუქტურის სამსახურშია – სპეციალისტი არქმშენ–ინსპექციის საკითხებში და სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; ერთი კი საფინანსო– საბიუჯეტო სამსახურში – უფროსი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცვისა და ანგარიშების საკითხებში; როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამ ვაკანსიაზე 13 აპლიკანტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ